სურათზე ალბათ ხედავთ რგოლები როგორ მოძრაობს და კონკრეტულად რომელსაც შეხედავთ ის ჩერდება, ასეთი ილუზიების კატალოგია არქივში, ვისაც მოგწონთ შეგიძლიათ გადაწეროთ . . .
ფაილის ზომა: 1.9 MB
ფაილის ფორმატი: power point
გთხოვთ დააჭიროთ ქვემოთ მოცემულ ლინკებს, არ დაიზაროთ ამით საიტს ეხმარებით . . .
”გავარდნილები” გურიაში
მომხდარ ისტორიულ ფაქტებზეა აგებული: როგორ მოკლა გოგია ღლონტმა წითელი
კომისარი საშა ობოლაძე და როგორ გაიქცა საქართველოდან პარიზში. საშა
ობოლაძეს ლენინისგან მედლის მიღება უნდოდა. ადამიანს როცა ძალიან უნდა
რაღაც, მას ღმერთი აუცილებლად აძლევს. საშა ობოლაძე ლენინს საიქიოში
ხვდება. გოგიას კი პარიზში უნდოდა და წავიდა კიდეც. ფილმის მორალი ასეთია:
რასაც გულით მოინდომებ, მიაღწევ, მოგცემს ღმერთი, მაგრამ სწორად უნდა
გინდოდეს, რომ მერე არ ინანო. საშა ობოლაძე ჯოჯოხეთში ლენინის მარადიულ
სამსახურში რჩება, ხოლო გოგია ღლონტს ნოსტალგია ჭამს და ”ფოლიბერჟერის”
კაფეში ”ციცებით” გარშემორტყმული, სევდიანად კითხულობს: ”ნეტავ რა ხდება
ახლა გურიაში?” გურიაში კი ისევ იგივე ამბავია - ცეცხლი, სროლა, აურზაური,
დაბნეული ხალხი და ეს დღემდე ასე გრძელდება. სცენარის ავტორი: თეიმურაზ სიხარულიძე მხატვარი: მამუკა დიდებაშვილი ხმის ოპერატორი: მადონა თევზაძე მონტაჟი: ნიკოლოზ არუცევი ანიმატორები: გიორგი რეხვიაშვილი, ვიქტორ წიკლაური, ია გიგოლაშვილი, ქეთევან ბუაჩიძე პროდიუსერი: ელდარ მდინარაძე